იორდანიამ აშშ-სთან, საფრანგეთთან, ეგვიპტესა და ბელგიასთან ერთად, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება თვითმფრინავებიდან ჩაყარა

იორდანიის შეიარაღებულმა ძალებმა ღაზის სექტორს ჰუმანიტარული დახმარება თვითმფრინავებიდან ჩამოყრის გზით მიაწოდა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
იორდანიის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ დახმარების ჰაერიდან ჩამოყრა შეერთებულ შტატებთან, საფრანგეთთან, ეგვიპტესა და ბელგიასთან თანამშრომლობით განხორციელდა.
„იორ აგრძელებს მცდელობებს და ძალისხმევას გაუგზავნოს მეტი დახმარება ღაზას სექტორში მცხოვრებლებს იმ მწვავე დეფიციტის შესავსებად, რასაც ს ომი საკვებისა და მედიკამენტების კუთხით იწვევს“, – აღნიშნულია იორდანიის შეიარაღებული ძალების განცხადებაში.
მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავებიდან ჩამოყრა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების სწრაფი გზაა, „მსოფლიო სასურსათო პროგრამა“ აცხადებს, რომ ის სახმელეთო გზით მიწოდებაზე შვიდჯერ უფრო ძვირი ჯდება.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ -მა ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების თვითმფრინავებიდან ჩამოყრა დაიწყო.
CNN-ის ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, 2 მარტს ჰუმანიტარული დახმარება სამი ამერიკული C-130 თვითმფრინავიდან ჩამოიყარა, ჯამში 66 შეკვრა – 22 თითო თვითმფრინავიდან. შეკვრებში მხოლოდ საკვები იყო, მათი არ იყო წყალი ან სამედიცინო საშუალებები.
ipn.ge