ქართულ ოცნებასა და რადიკალურ ოპოზიციას ღირებულებითი სხვაობა აქვს. მაშინ, როდესაც ჩვენი მთავარი მიზანი საქართველოს განვითარება, წინსვლა, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, რადიკალური ოპოზიცია მხოლოდ სიძულვილის ენის ტირაჟირებითა და კამპანიით არის დაკავებული. ისინი ქართულ სახელმწიფოსა და ეკლესიას მტრობენ.
რასაკვირველია, ამ პირობებში სხვანაირი მოცემულობა ვერ იქნება და უკვე ფაქტებით არის გარანტირებული ის, რომ საზოგადოებაში ქართული ოცნების მხარდაჭერა დღითიდღე უფრო იმატებს – მაშინ, როდესაც რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერა რადიკალურად ეცემა. როგორც ჩანს, ოქტომბრისთვის ეს პროპორციები კიდევ უფრო თვალშისაცემი იქნება.