იონათამიშვილი: ბიძინა ივანიშვილი არის საზოგადო მოღვაწე, ამ ქვეყნის ჭეშმარიტი პატრიოტი. ოთხ პარტიას, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას წარმოადგენს, გასამართლება მოუწევს

დღეს საქართველოს ოპოზიცია არა ჰყავს – ჰყავს აგენტურა, რომელიც ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებად არის რეგისტრირებული! აგენტურის ადგილია არა პოლიტიკაში, არამედ სასამართლოს სამსჯავროზე! – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატი რატი იონათამიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ს ინტერვიუს იმ ნაწილს, სადაც მან ოპოზიციის გასამართლებაზე ისაუბრა.

როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, „რადიკალური ოპოზიცია იცავს არა საკუთარი ამომრჩევლის, არამედ დავალების მიმცემთა – უცხო ძალების ინტერესებს“.

იონათამიშვილმა განაცხადა ისიც, რომ გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გარედან მიღებული დავალების გამო გადადგა.

„დარწმუნებული ვარ, აგენტურას – ამ ოთხ პარტიას, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას წარმოადგენს, სასამართლოს წინაშე დადგომა და გასამართლება მოუწევს.

გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გარედან მიღებული ბრძანების გამო გადადგა – ს საქართველოში შემოპარვასა და გახარიას გადადგომას ერთი ბრძანების მიმცემი ჰყავდა და ერთი მიზანი გააჩნდა – ეს იყო შემზადება არეულობისათვის მანამ, სანამ ში ომი დაიწყებოდა, რათა ჩვენი ქვეყანა მეორე ფრონტისთვის გაემზადებინათ. საქართველო პოლიგონი უნდა გამხდარიყო!“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ამბობს, რომ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვება ეგზისტენციალური მნიშვნელობისაა.

„ბიძინა ივანიშვილი არის საზოგადო მოღვაწე, ამ ქვეყნის ჭეშმარიტი პატრიოტი და ასევე მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების გარანტი. ვინც ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ ნახა, ამ ყველაფერში კიდევ ერთხელ დარწმუნდებოდა.

ჩვენი ქვეყნისთვის უკვე ეგზისტენციალური მნიშვნელობისაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა აიღოს, რაც კეთილდღეობას, პროგრესსა და მშვიდობას შეუქცევადს გახდის.

ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ იყო ზეწოლა საქართველოზე, რათა მეორე ფრონტი გახსნილიყო. ეს რისკები საბოლოოდ გამქრალი არ არის. “ქართულმა ოცნებამ” შეძლო და ქვეყანაში მშვიდობა დაიცვა – ყველას ჩაუშალა ის მავნებლური გეგმა, რაც საბოლოო ჯამში, საქართველოს განადგურების პირას მიიყვანდა. ამიტომ “ქართული ოცნება” ყოველთვის მშვიდობისა და განვითარების მხარეს იდგება. არავის მივცემთ უფლებას, რომ აქ რაღაცების იმისთვის არიოს, რომ საქართველო მეორე ფრონტის გახსნის შესაძლებლობა იყოს”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.