იოზუა კიმიხმა პსჟ-ში გადასვლაზე ისაუბრა

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა იოზუა კიმიხმა გერმანულ მედიასთან კომენტარი პსჟ-ის დაინტერესებაზე გააკეთა.
“სიმართლე გითხრათ, მე სრულად ორიენტირებული “ბაიერნში” თამაშზე ვარ. ჩემთვის ზამთარში კლუბის შეცვლა მნიშვნელოვანი განსახილველი საკითხი არ არის. ვფიქრობ, გარკვეულ ეტაპზე კლუბი ჩემთან ერთად ამ თემას გაანალიზებს, დავსხდებით და ვისაუბრებთ. ყველაფერს, რისი განხილვაც საჭიროა, ერთად განვიხილავთ და არა მედიასთან” – განუცხადა კიმიხმა Sky Sport Germany-ს.
მიმდინარე კვირაში სხვადასხვა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 28 წლის ფეხბურთელის საკუთარ გუნდში ხილვა პსჟ-ის მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს სურდა. აღინიშნა ისიც, რომ ფრანგული გრანდი მზადაა
“ბაიერნს” კიმიხის სანაცვლოდ სოლიდური თანხა და მცველი ნორდი მუკიელე შესთავაზოს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში