იოზვიაკი: უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის როუმინგის ზონას 2026 წლიდან შეუერთდებიან

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი პლატფორმა X-ზე წერს, რომ ისტორიაში პირველად, როუმინგი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებზე – სა და მოლდოვაზე გავრცელდება.
რიკარდ იოზვიაკის ცნობითვე, უკრაინა და მოლდოვა როუმინგის ზონას 2026 წლის პირველი იანვრიდან შეუერთდებიან.
ვიცი, რომ სიტყვა “ისტორიულს” ეს დღეებია ზედმეტად ხშირად ვიყენებთ, მაგრამ ეს ზუსტად ისტორიული ამბავია. […] პირველად ხდება, როცა როუმინგი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებზეც გავრცელდა – უკრაინასა და მოლდოვაზე. როუმინგი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებზე გავრცელდება – უკრაინასა და მოლდოვაზე და ისინი ამ ზონას 2026 წლის პირველი იანვრიდან შეუერთდებიან”, – წერს ის X-ზე.