იოზვიაკი: ევროკავშირის სამიტზე შესაძლოა საქართველოს საკითხი წამოაყენონ

რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსი რიკარდ იოზვიაკი X-ზე წერს, რომ ამ საღამოს ევროკავშირის სამიტზე შესაძლოა საქართველოს საკითხი წამოაყენონ.
“ევროკავშირის ზოგიერთმა ლიდერმა შესაძლოა საქართველოს სიტუაცია ამაღამ ევროკავშირის სამიტზე წამოაყენოს, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურ დღის წესრიგში არაა. უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ეს საკითხი ორშაბათს განიხილონ. ასევე, ევროპარლამენტი მომავალ კვირაში ჩაატარებს კენჭისყრას უცხოელი აგენტების კანონთან დაკავშირებულ რეზოლუციას (არადამავალდებულებელს)”. – წერს იოზვიაკი.
16 აპრილს ს ადმინისტრაციამ გაავრცელა ცნობა, რომ პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს სთხოვა, საქართველოს მოვლენები 17 აპრილის სესიაზე განეხილათ.
17 აპრილს საქართველოს პარლამენტმა ე.წ. “კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ პირველი მოსმენით მიიღო. მას მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.