იოვიჩი სავარაუდოდ, “მილანიდან” წავა – სერბის ტრანსფერი ზამთარშია მოსალოდნელი

იტალიური პრესის ინფორმაციით, დიდია ალბათობა იმისა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, “მილანი” გუნდის ფორვარდმა ლუკა იოვიჩმა დატოვოს.
26 წლის სერბის სამსახურით ამ ზაფხულს არაერთი გუნდი ინტერესდებოდა, მაგრამ მან “როსონერიში” დარჩენა და ძირითადი შემადგენლობისთვის ბრძოლა გადაწყვიტა.
ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში “ლობმარდიელთა” ფორმა ჯამში მხოლოდ 2 შეხვედრაში მოირგო და მოედანზე 65 წუთი დაჰყო. ეს ყოველივე იმის მანიშნებელია, რომ ზამთარში “მილანი” იოვიჩს გაასხვისებს.

ასევე დაგაინტერესებთ