იოავ გალანტი – „ჰამასმა“ 7 ოქტომბერზე ისრაელის საპასუხო ნაბიჯი არასათანადოდ შეაფასა

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ 7 ოქტომბრის თავდასხმაზე ისრაელის საპასუხო ნაბიჯი არასათანადოდ შეაფასა.
„ძნელია დემოკრატიების ომებში ჩართვა, მაგრამ როგორც კი ომში ვართ, ბევრად ძლიერები ვართ, რადგან ვიბრძვით ჩვენი ღირებულებების დასაცავად“, – განაცხადა გალანტმა.
მისი თქმით, ისრაელი ტერორიზმის წინააღმდეგ თავისუფალი სამყაროს ფრონტზე იბრძვის.
„პირველ სახლში ხანძრის დროს საჭიროა მისი შეჩერება, რათა არ გავრცელდეს სოფელსა და ეკლესიაში. ისრაელი პირველ სახლს ჰგავს. ჩვენ ვიბრძვით თავისუფალი სამყაროს ფრონტზე ტერორიზმის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, პალესტინის მხარდამჭერი აქტივისტების მიერ მიწოდებულ დახმარებას გლობალური ტერორი იყენებს.
„ჰამასის“ პროპაგანდა გავლენას ახდენს უნივერსიტეტებსა და საპროტესტო აქციებზე და მიედინება ფული იმაში, რაც ააქტიურებს ტერორისტულ ქსელებს მთელს მსოფლიოში“, – აღნიშნა გალანტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სახალხო დამცველი – თუ დანაშაულის ნიშნებია, ნუ მივუდგებით სააფთიაქო სასწორით, მივუდგეთ სამართლიანობის პრინციპით – პაატა მანჯგალაძის საქმეში მუხლის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები ვერ ვნახეთ

“უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში, 3 განსხვავებული ისტორია მოვისმინე სხვადასხვა ადამიანებისგან – 1 დაყაჩაღების, 1 ცივი იარაღით თავდასხმის მცდელობის (ვიდეო თქვენც ნახეთ ალბათ), 1 ცივი იარაღით განხორციელებული თავდასხმის”