იოავ გალანტი – ძალიან ძლიერად ვართ მომზადებული თავდაცვისთვის და შეტევისთვის

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი ისრაელზე ირანისა და “ჰეზბოლას” მოსალოდნელი თავდასხმის ფონზე აცხადებს, რომ ძალიან ძლიერად არის მომზადებული და მზად არის სწრაფი რეაგირება მოახდინოს.
„ჩვენ ძალიან ძლიერად ვართ მომზადებული თავდაცვისთვის, ხმელეთზე და ჰაერში და მზად ვართ სწრაფად გადავიდეთ შეტევაზე ან ვუპასუხოთ. მტერს დიდ ზიანს მივაყენებთ, თუ ის ჩვენზე თავდასხმას გაბედავს, და ის მძიმე ფასს გადაიხდის“, – განაცხადა გალანტმა.
ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დაძაბულობა ბეირუთში „ჰეზბოლას“ მეთაურის, ფუად შუკრისა და თეირანში „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ გაიზარდა. ირანი და „ჰამასი“ ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ და „ჰეზბოლასთან“ ერთად შურისძიების პირობას დებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი: მოთმინებით ეპყრობოდა აშშ “ქართული ოცნების” მანევრებს, კობახიძე მიწვეული იყო ვაშინგტონში და უარი განაცხადა, ახლა კი მასთან შეხვედრა აღარავის უნდა – არ გამოვრიცხავ, შემდეგი სანქციები არჩევნებამდეც გამოცხადდეს

პრემიერი “მომავლის სამიტზე” – ჩვენს წინაშე უპრეცედენტო გამოწვევებია – საქართველო მზადაა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმუშაოს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად