იოავ გალანტი სახმელეთო ჯარებს – ჩვენი მისიის შესასრულებლად გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, მათ შორის თქვენც

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ქვეყნის ჩრდილოეთში მყოფ ჯარებს განუცხადა, რომ თავდაცვის ძალების მისია ლიბანის მხრიდან სარაკეტო დარტყმების გამო ჩრდილოეთიდან იძულებით გადაადგილებული ისრაელელების თავიანთ სახლებში დაბრუნებაა.
„ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ყველა შესაძლებლობას, მათ შორის თქვენც“, – მიმართა გალატნმა ჯარისკაცებს.
დასავლური მედიის შეფასებით, იოავ გალანტმა, როგორც ჩანს, მიანიშნა, რომ ლიბანში სახმელეთო შეჭრას გეგმავს.
„ეს არის ის, რასაც ჩვენ გავაკეთებთ და განვათავსებთ ყველაფერს, რაც საჭიროა – თქვენ, სხვა ძალებს ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას მკვლელობა „ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ ყველაფერი არ არის“.

ასევე დაგაინტერესებთ

სახალხო დამცველი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის” წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესის“ შესახებ განცხადებას ავრცელებს

ადმინისტრაცია – სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის პრეზიდენტთან ისაუბრა ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოზე, რომელიც ინსპირირებულია რუსეთისაგან – შტაინმაიერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ