იოავ გალანტი – ისრაელი მზად არის ღაზაში ომის მიზნებს მიაღწიოს

ისრაელი მზად არის ღაზაში ომის მიზნებს მიაღწიოს, – ამის შესახებ ს თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა -ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს განუცხადა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრის ოფისის ცნობით, იოავ გალანტმა ენტონი ბლინკენს განუცხადა, რომ „ისრაელის თავდაცვის დაწესებულება მზად არის ღაზაში მოქმედება ომის მიზნების მიღწევამდე გააგრძელოს – მძევლების დაბრუნებამდე და „ჰამასის“ განადგურებამდე“.
„მინისტრმა ხაზი გაუსვა „ჰამასზე“ ისრაელის სამხედრო ზეწოლისა და აშშ-ის პოლიტიკური ზეწოლის გაგრძელების აუცილებლობას იქამდე, სანამ ისეთი პირობების მიღწევა არ მოხდება, რომლებიც მძევლების ისრაელში დაბრუნებას შესაძლებელს გახდის“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის მინისტრის ოფისის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ 1 კვირით ადრე დაამთავრა არჩევნები – 100 000 გაყავით 6-ზე, 7-ზე და მიიღებთ იმ რიცხვს, რომელიც რეალობაა – რადიკალური ოპოზიცია აქამდე კამპანიას ჭკვიანურად ატარებდა, ასეთ შეკრებებს არ მართავდა