იოავ გალანტი ირანის შესაძლო თავდასხმაზე – მზადყოფნა და სიფხიზლე შიშისა და პანიკის სინონიმები არ არის

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში აძლიერებს თავდაცვას ქვეყანაში ირანისა და „ჰეზბოლას“ მოსალოდნელი თავდასხმის ფონზე, ასევე ამზადებს პოტენციურ თავდასხმებს საპასუხოდ, ან საჭიროების შემთხვევაში, პრევენციულ ქმედებებს.
„ჩვენ ვიმყოფებით სიფხიზლისა და მზადყოფნის დღეებში, თეირანისა და ბეირუთის მუქარა შეიძლება განხორციელდეს და მნიშვნელოვანია ყველას ავუხსნათ, რომ მზადყოფნა, მზადება და სიფხიზლე შიშისა და პანიკის სინონიმები არ არის “, – განაცხადა გალანტმა ქნესეტის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის შეხვედრაზე.
მისი თქმით, ისრაელი, ბოლო დღეების განმავლობაში, დროს უთმობს თავდაცვის გაძლიერებას და საპასუხოდ შეტევითი ვარიანტების შექმნას.
ამასთან, შეხვედრაზე გალანტმა განმსრტა, რომ მხარს უჭერს „ჰამასთან“ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევას, თუნდაც ის რამდენიმე ეტაპად განხორციელდეს.
„ჩვენი, როგორც გადაწყვეტილების მიმღები პირების მოვალეობაა, ვიბრძოლოთ ოპერატიული მიღწევებისთვის და შევქმნათ პირობები მძევლების დასაბრუნებლად. პირობების შექმნა სამხედრო ზეწოლის შედეგად ხდება და მას შეუძლია მოიტანოს მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება, თუნდაც ეს ერთზე მეტ რაუნდად განხორციელდეს“, – აღნიშნა გალანტმა.

ასევე დაგაინტერესებთ