ინჯია: დრო ხომ არ მოვიდა, რომ გერბზე მამული, ენა, სარწმუნოება დავაწეროთ?

სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებში ერთ-ერთი არის გერბი. ჩვენს გერბზე აწერია – ძალა ერთობაშია. დრო ხომ არ მოვიდა, რომ გერბზე – მამული, ენა, სარწმუნოება დავაწეროთ? ამით ბევრ რაღაცას გადავწყვეტთ.
თქვა ევროპელი სოციალისტების ლიდერმა, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც “სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავენ.