ინძაგი: “ატლეტიკოსთვის” მეტი გოლის გატანა შეგვეძლო

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში “ინტერმა” “ატლეტიკოს” უმასპინძლა და მეტოქე 1:0 დაამარცხა.
“ნერაძურის” მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მის გუნდს უფრო დიდი ანგარიშით გამარჯვება შეეძლო.
“ჩემმა გუნდმა ბრწყინვალედ ითამაშა, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ დაპირისპირება ორი მატჩისგან შედგება და კარგი იქნებოდა, რომ დღეს უფრო მეტი გოლი გაგვეტანა.
მნიშვნელოვანია, რომ შემადგენლობის ყველა წევრს საკუთარი როლი სწორად აქვს გააზრებული. მეორე შეხვედრას მოუთმენლად ველოდები”, – განაცხადა ინძაგიმ.
შეგახსენებთ, გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 14 მარტს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში