„ინციდენტში მონაწილე იდენტიფიცირებულია და გამოკითხვაზეა“ – შსს ნარმანიაზე სავარაუდო თავდამსხმელზე

„მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ერთი პირი უკვე იდენტიფიცირებულია და გადაყვანილია გამოკითხვაზე პოლიციაში“.
ამბობს, რომ საზოგადოებას მალე მიაწვდის დამატებით ინფორმაციას „მომხდარი შემთხვევის სხვა დეტალების შესახებაც“.
დღეს საღამოს, 3 ოქტობმერს, – ადგილობრივი თვითმმართველობის სა და მის პარალელურად დაანონსებული საპროტესტო აქციის წინა საღამოს, – თბილისში თავს დაესნხენ ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს.
აქტივისტების ცნობით, ფიზიკურად გაუსწორდნენ 15 წლის აქტივისტსაც.
ორივე მათგანი კლინიკაში გადაიყვანეს.
ნარმანიას, – რომელიც პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეა, – მეტეხის ხიდზე დაესხნენ თავს.
ის, თანაპარტიელებთან და აქტივისტებთან ერთად, მეტეხის ხიდზე გეგმავდა განცხადების გაკეთება ოქტომბრის პროტესტთან დაკავშირებით. სწორედ ამ დროს დაესხნენ თავს.
ნარმანიას თქმით, მათ რამდენიმე მტრულად განწყობილი ათეული ადამიანი ელოდებოდათ ადგილზე.
აქტივისტების ცნობით, მას რკინის ხელკეტითა და ქანჩებით დაესხნენ თავს.
„აგრესიულად იყვნენ განწყობილი, ჩვენ არანაირი აგრესია არ გვქონია. ეს არის „ქართული ოცნების“ სახე“, – თქვა მან.
„თქვენი არავის არ ეშინია და ხვალ მოგიწევთ მშვიდობიანად წასვლა ხელისუფლებიდან“, – განაცხადა ნარმანიამ.
„ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და პარალელურად, თანამოაზრეებთან ერთად, გეგმავს საპროტესტო დემონსტრაციას და „მშვიდობიან დამხობას“, რასაც „ქართული ოცნების“ ლიდერები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას უწოდებენ.
ფორუმი