ინციდენტი ინტერლაკენ – შპიცის მატარებლის მარშრუტზე მოხდა. ქალი, მისი ქმარი, ერთი წლის ვაჟთან ერთად სახლში ბრუნდებოდნენ, როდესაც აგრესორმა მათ ყვირილი, მუქარა და ჩხუბი დაუწყო იმის გამო რომ ცოლი ქმარს უკრაინულად ესაუბრებოდა.
ვიდეოს ავტორი ქალი: – „ჩემი ქმარი შვეიცარიაში დაიბადა, ის შვეიცარიის მოქალაქეა და უკრაინული ენა შესანიშნავად ესმის, რადგან მისი მშობლები ბელარუსიდან არიან“.
„ვიდეოში ჩანს ჩვენს მიმართ მიმართული ყველა მუქარა, მანიპულირება და აგრესია. მოგვიანებით ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა – იჩხუბეს, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახეს!“
დაზარალებულის თქმით, დაკავებული მამაკაცი ნასვამი იყო, დამალვას ცდილობდა, მას არ ჰქონია შვეიცარიული პასპორტი და არც გერმანული სცოდნია.
შვეიცარიის პოლიციამ გამოძიება დაიწყო.