ინციდენტი მოხდა ლევილში, სადაც ქართველი ემიგრანტები წულუკიანს აქციით დახვდნენ

საფრანგეთში, ლევილის მამულში ჩასულ თეა წულუკიანს ქართველი ემიგრანტების ნაწილი პროტესტით დახვდა, რასაც ინციდენტი მოჰყვა.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე თამარ დემურია ფორმულასთან ამბობს, რომ ინციდენტი იმ დონეზე გამწვავდა, რომ ლევილის კარი დაუკეტეს, რაც არასდროს მომხდარა. მისი თქმით, ერთ-ერთ დემონსტრანტ სტუდენტს კბილი მოტეხეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
კიდევ ერთი მომიტინგე ამბობს, რომ ლევილის მამულიდან გამოაგდეს, მას შემდეგ, რაც მან სამთავრობო დელეგაციის წევრებს მოღალატეები დაუძახა რუსული კურსის არჩევის გამო.