ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, ლევან ალექსიძის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ლევან ალექსიძის ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
მათივე ცნობით, კერძოდ, 29 იანვრის 23:00 საათიდან 31 მარტის ჩათვლით, ავტომობილების გადაადგილება ალექსიძის ქ. N5 და N6-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სრულად შეიზღუდება, რის გამოც უნივერსიტეტის ქუჩიდან ქავთარაძის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას ლევან ალექსიძის ქუჩის გამოყენებით ვეღარ შეძლებენ.
„შეზღუდვის პერიოდში მძღოლები უნივერსიტეტის ქუჩიდან პირდაპირ დაუკავშირდებიან ქავთარაძის ქუჩას.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ნინო დათაშვილი სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დასწრებას ითხოვს – მას თიაქარის გამო მწვავე ტკივილები აქვს, რასაც, ბუნებრივია, ემოცია ახლავს, პროკურატურამ კი გადაწყვიტა, შეამოწმოს, რამდენად შერაცხადია, ამიტომ არის ეს უკანონო

ზვიად ქორიძე – მოსამართლეს აქვს პოლიტიკური დავალება, რომ მზია ამაღლობელი აწამოს – ნინო სახელაშვილი ვერ გამოიტანს ისეთ გადაწყვეტილებას, რომ ის დამნაშავედ გამოიყვანოს, დამნაშავეა ეს სისტემა