ინფრასტრუქტურის სამინისტროს რევაზ სოხაძე უხელმძღვანელებს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს რევაზ სოხაძე უხელმძღვანელებს – მორიგი სამთავრობო ცვლილების შესახებ “ოცნების” პრემიერ-მინისტრმა მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააცხადა.
მისი თქმით, ირაკლი ქარსელაძემ ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტიდან გადადგომის გადაწყვეტილება თავად მიიღო.
“რევაზ სოხაძე ჩვენი პოლიტიკური გუნდის სტაჟიანი წევრია. მას განათლება აქვს მიღებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯერ მედიცინის, შემდეგ ფინანსების მიმართულებით. რევაზ სოხაძე წლების განმავლობაში მუშაობდა კერძო სექტორში მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე, 2017 წლიდან არის თბილისის საკრებულოს წევრი სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი და თბილისის საკრებულოს ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარე”, – განაცხადა ირაკლი მ.
ახალმა მინისტრმა პრემიერს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა: „მე კარგად ვხვდები რამხელა პასუხისმგებლობაა ამხელა სამინისტროს უხელმძღვანელო. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლის [ქარსელაძეს], იმიტომ რომ მთელი ქვეყანა ხედავდა წლების განმავლობაში რამდენად დიდი საქმე კეთდებოდა ამ მიმართულებით. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ქალაქ თბილისის საკრებულოს, მერს, მერიის თანამშრომლებს. წლების განმავლობაში საშუალება მქონდა მათთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განმეხორციელებინა. იმედი მაქვს ჩემი მოღვაწეობა წარმატებული იქნება“.