ინფრასტრუქტურის როგორი გარდაქმნა მოუტანს დედაქალაქს ეკონომიკურ კეთილდღეობას – კვლევა

“საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა” (TCRC) წინასაარჩევნოდ საზოგადოებას წარუდგინა მორიგი კვლევა, რომელიც “კომერსანტს” ექსკლუზიურად მოაწოდა.
კვლევის სახელწოდებაა „ეკონომიკური კეთილდღეობა – საბაზისო ინფრასტრუქტურული პროექტები“ და მოიცავს, 100-ზე მეტ პრიორიტეტულად განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლებიც, კვლევის ავტორის, პაატა ცაგარეიშვილის, აზრით, ოქტომბრის ს შემდეგ, დაჩქარებული ტემპით, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში უნდა განხორციელდეს, რის საფუძველზეც, ქვეყანაში შეიქმნება, მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი – ბაზისური ინფრასტრუქტურა, რაც წინაპირობაა ქვეყანა გადავიდეს განვითარების შემდგომ ეტაპზე და გეგმაზომიერად დასახოს ინსფრასტრუქტურის მოდერნიზაციის შემდგომი ორიენტირები.
კვლევის დოკუმენტში, რომელიც “კომერსანტს” ექსკლუზიურად მოაწოდეს, მთავარ პრიორიტეტად გამოყოფილია ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციების მოზიდვის კომპონენტი.
აქვე წარმოდგენილია სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი პრიორიტეტებიც, ისეთი, როგორიცაა ენერგეტიკის სექტორში გადასადგმელი ნაბიჯები. აქვეა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში განსახორციელებელი პროექტების ნუსხაც, რომელიც, კვლევის ავტორის, პაატა ცაგარეიშვილის, მტკიცებით, ქვეყანას ეკონომიკურ კეთილდღეობას მოუტანს.
დოკუმენტში ცალკე თავი ეთმობა დედაქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის იმგვარ მოწყობას, რომელიც თბილისისთვის, ისევე როგორც მთელი ქვეყნისთვის, კვლევის ავტორის აზრით, ეკონომიკური კეთილდღეობის გარანტი გახდება.
პრიორიტეტი 1. თბილისის შემოვლითი რკინიგზის ფუქნციის მინიჭება
„ქართული ოცნების“ მრავალი დაპირების მიუხედავად – „22 თვეში შემოვლითი რკინიგზის დასრულების“, „დაუსრულებელი ნაწილის 70 მლნ დოლარით დაფინანსების“, „18 თვეში ექსპლუატაციაში შეყვანის“ და ა.შ – დედაქალაქში, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობის და შემოვლითი რკინიგზისთვის სათანადო ფუნქციის მინიჭების, რაც სატრანსპორტო კოლაფსის შერბილების წინაპირობა იქნებოდა – სისტემური გადაწყვეტილება დღემდე ვერ იქნდა მიღებული. პრობლემის მოსაგვარებლად, სხვადასხვა კვლევების შეჯერების საფუძველზე, შემოთავაზებული იქნება, შემოვლითი რკინიგზის განხორციელების ოპტიმალური ვარიანტი – სატვირთო სარკინიგზო გადაზიდვების თბილისის შემოვლით რკინიგზაზე გადართვით, ხოლო სამგზავრო გადაყვანების – ცენტრალურ სადგურთან ბმით, დიდუბისა და ნავთლუღის სადგურებს შორის არსებულ ჩარჩოში შენარჩუნება, ამასთან, დამხმარე სარკინიგზო ინფრასტრუქტურის (სადგურები, დეპოები, ჩიხები და ა.შ.) დემონტაჟი და მისი თბილისის ზღვის ჩრდილოეთით გადატანა. გამონთავისუფლებული ტერიტორიის არეალში – წერეთლის პრ. პარალელური საავტომობილო მაგისტრალის, დიდუბესა და ნაძალადევს შორის დამატებითი განივი კავშირების (ესტაკატები) მოწყობა.
პრიორიტეტი 3. მტკვარზე დამატებითი ხიდების მოწყობა
პერსპექტიულად უნდა იქნეს განიხილული – მტკვარზე – ორი დამატებითი და ერთი საცალფეხო ხიდის მოწყობა: ქსნის ქუჩის – დავით აღმაშენებლის ხეივანთან და სამტრედიის ქუჩის – „ვეფხვი და მოყმის“ ძეგლთან დაკავშირება. „ვეფხვი და მოყმის“ დაკიდული ხიდის პროექტის განხორციელება, სამჯერ გადავადდა და სადღეისოდ დაწყებული არ არის. საფეხმავლო ხიდი – სპორტის სასახლიდან, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, კლდეში ღრმად ჩაჭრილი ზიგზაგური კიბით მუშთაიდის ბაღთან დაკავშირება. დამატებითი სახიდე გადასასველების (განივი კავშირები) მოწყობა – თბილისს ააცილებდა სატრანსპორტო საშუალებების დამატებით გარბენს, სანაპირო მაგისტრალების გადატვირთულებას, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარებოდა მოძრაობის განტვირთვაში.
პრიორიტეტი 4. თბილისის მეტროსადგურების დამატებითი ამოსასვლელების აღდგენა
თბილისს მემკვიდრეობით ერგო – გურამიშვილის, სარაჯიშვილის, ვარკეთილის, რუსთაველის და თავისუფლების მოედნის მეტროპოლიტენების დაპროექტებული და დაუსრულებელი დამატებითი ამოსასვლელები. „ქართული ოცნების“ 12 წლიან პერიოდში, შესაძლებელი იყო, უმნიშვნელო ფინანსური დანახარჯებით (15 – 20 მლნ ლარი), თუნდაც, ყველაზე გადატვირთული მეტროსადგურის – ახმეტელის თეატრის მეორე ამოსასვლელის დასრულება, რომელიც ვერ განხორციელდა. პირველ რიგში, განხორციელდება თბილისის ყველაზე გადატვირთული მეტროსადგურის – ახმეტელის თეატრის მეორე ამოსასვლელის დასრულება.
პრიორიტეტი 5 . თბილისის მეტროს განვითარება
მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქს გააჩნია, ქართველი ინჟინრების მიერ, სხვადასხვა პერიოდში, დამუშავებული მეტროპოლიტენის ქსელის განვითარებების ვარიანტები -„ქართულმა ოცნებამ“, მმართველობის 10 წლის განმავლობაში ვერ უზრუნველყო, არა თუ განეხორციელებინა, არამედ შეემუშავებინა მეტროპოლიტენის ქსელის ეტაპობრივი განვითარებების გრძელვადიანი პერსპექტიული ხედვა. ფინანსური ტევადობის თვალსაზრისით, განიხილება სხვადასხვა ვარიანტები: თბილისის ზღვის წრიული მარშრუტი – სრულად ფარავდა დედაქალაქის აგლომერაციას, მეტროპოლიტენის მესამე ხაზი – რუსთაველზე და დიდუბეში ახალი განშტოებების მოწყობა და თბილისის გამჭოლად გადაკვეთა, რუსთაველის მეტროს განშტოება (რუსთაველი 2 – ვაზისუბანი) – სამივე პროექტი დამუშავებულია, სადღეისოდ პერსპეტიულად შესაძლოა მივიჩნიოთ – მესამე ვარიანტი. საბჭოთა პერიოდში მნიშვნელოვანი სამუშაოებია რუსთაველი 2 – ვაზისუბნის განშტოებაზე შესრულებული. გაყვანილია ტექნიკური გვირაბები, ვაზისუბანში დასრულულებულია საესკალატორო დარბაზი.
პრიორიტეტი 6. ურბანული საბაგირო ქსელის განვითარება – თბილისის 10 საბაგირო დერეფანი
თბილისის აგლომერაციის ფარგლებში, ფერდობებზე განლაგებული მჭიდრო დასახლებებისათვის, ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც საცობების შექმნაზე გააჩნია ნულოვანი ზემოქმედება – საბაგირო ტრანსპორტი წარმოადგენს. თბილისის მერიამ, სამი მიმართულებით სამგორი-ვაზისუბანი, ახმეტელი-თემქა და სამება-მახათის მთა – საბაგირო ხაზების პროექტები დაანონსა, რომელიც დღემდე არ განხორციელებულა. თბილისში საბაგირო ტრანსპორტის განვითარების მიზნით, შემოთავაზებული იქნება არქიტექტორ დ. სვანიძის ავტორობით შემუშავებულ იქნა, თბილისის 10 საბაგირო დერეფნის პროექტი – დიდუბე – ლისის ტბა, ლისის ტბა – ვაჟა ფშაველას გამზირი, თბილისის ზღვა – ვარკეთილი, ვაზისუბანი – სამგორი, თბილისის ზღვა – ლოტკინი, ლოტკინი – სადგურის მოედანი, ახმეტელის თეატრი – თბილისის ზღვა, რუსთაველის გამზირი – მთაწმინდა, ვაკის პარკი – კუს ტბა, კუს ტბა – ეთნოგრაფიული მუზეუმი. 10 საბაგირო დერეფნით შესაძლებელი იქნება, თბილისის ნებისმიერი გარეუბანი დაუკავშირდეს მეტრსადგურს.
პრიორიტეტი 7. თბილისში ეკოლიგიურად სუფთა – ტრამვაის ტრანსპორტის ქსელის განვითარება
„ქართული ოცნების“ სატრანსპორტო პოლიტიკამ, რომელიც პრიორიტეტს, ტრამვაის ხაზების ბასლაინებით ჩანაცვლებას ითვალისწინებდა – თბილისში, ტრამვაის ქსელის განვითარებებას – პერსპექტივა დაუკარგა. ტრამვაის აღორძინებისათვის აქცენტი გადატანილი იქნება, ორი პროექტის განხორციელებაზე: დიდ დიღომში – ტრამვაის „ჯვარედინი“ განვითარების პროექტზე და ლილო – სამგორი – აეროპორტის ურბანული რკინიგზის პროექტზე. დიდ დიღომში, ტრამვაის „ჯვარედინი“ განვითარების პროექტი მოიცავს – დიდი დიღომი – მეტრო დიდუბე, თბილისის მოლი – მეტრო დიდუბე, მეტრო სარაჯიშვილი – აღმაშენებლის ხეივანი (თბილისი მოლი) სარელოს ტრანსპორტით დაკავშირებას. ურბანული რკინიგზის პროექტი – ითვალისწინებს სამგორი – ლილოს მიმართულებით 7 სადგურის მშენებლობას. 2019 წელს, პროექტის განსახორციელებლად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) თბილისის მერიას 500 მლნ ლარის სესხი დაუმტკიცა, მოგვიანებით თბილისის მერიამ საბოლოოდ უარი განაცხადა – თბილისში სარელსო ტრანსპორტის განვითარებაზე. მოკლე ვადაში, გადახედილი იქნება აღნიშნული ხელშკრულება და თბილისში ტრამვაის ინფრასტრუატურის განვითარებას მიეცემა პრიორიტეტი.
პრიორიტეტი 8. თბილისში მრავალდონიანი საპარკინგე სივრცეების განვითარება
2018 წლიდან მერიის ხედვა – დედაქალაქში დინამიურად მზარდი სატრანსპორტო საშუალებების პრობლემის გადასაჭრელად – მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგების მშენებლობას ემყარობოდა. რისთვისაც დედაქალაქის მასშტაბით 10 ლოკაცია შეირჩა. მოგვიანებით, 2022 წელს უარი ითქვა როგორც მიზისზედა ისე მიწისქვესა პარკინგების მოწყობაზე, იმ არგუმენტით, რომ თბილისში მიწისქვეშა მრავალსართულიანი პარკირების მოწყობა ჰიდროლოგიური მდგომარეობის გამო ვერ ხერხდებოდა, ხოლო მიწისზედა მრავალდონიანი პარკირების მოსაწყობად დედაქალაქში ადგილი არ იძებნება. რითაც, ფაქტიურად, წერტილი დაესვა თბილისში მრავალდონიანი პარკინგების განვითარების პერსპექტივას. პრობლემის გადასაჭრელად აქცენტი გადატანილი იქნება თბილისში მრავალდონიანი საპარკინგე სივრცეების განვითარებაზე.
პრიორიტეტი 9. საერთაშორისო სტანდარტების მეტროს ვაგონის განახლება
თბილისის მეტროპოლიტენის სავაგონო პარკის წლოვანება 50 წელს შეადგენს, მიუხედავად, მრავალჯერადი აღდგენა – განახლებისა, სათანადოდ ვერ პასუხობს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს, ამიტომ აქცენტი გადატანილი იქნება მეტროს ვაგონის ეტაპობრივი ჩანაცვლების პროექტის განხორციელებაზე, რომელიც – აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) 600 მლნ ლარის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება და ითვალისწინებს, თანამედროვე სტანდარტებით დამზადებული 22 შემადგენლობის (13 ერთეული 4 – ვაგონიანი და 9 ერთეული 5 – ვაგონიანი) ეტაპობრივად მოწოდებას. 5 ვაგონიანი შემადგენლობა „გამჭოლი“ ვაგონებით იქნება აღჭურვილი და გაზრდილი მგზავრთნაკადის „ახმეტელი – ვარკეთილის“ ხაზზე იმოძრავებს.
პრიორიტეტი 10. თბილისის მეტროსადგურების მოდერნიზაცია
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) 200 მლნ ლარის ფინანსური დახმარებით განხორციელდება თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი – რომელიც ითვალისწინებს, მეტროპოლიტენის სისტემურ განახლებას – ცენტალურ სადრენაჟე სადგურების, გარე სავინტილაციო სისტემების რეაბილიტაციას, უწყვეტი კვების წყაროთი უზრუნველუოფას, შენობა – ნაგებობების და სადგურების ინტერიერების განახლებას, ესკალატორების ძრავების მოდერნიზაციას, შშმ პირებისათვის ადაპტირებული ლიფტების მოწყობას.
“კომერსანტი” ცალკე სტატიას შემოგთავაზებთ ციფრული ეკონომიკის განვითარებისა და ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობაზე, რომელიც, კვლევის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკურ კეთილდღეობას უზრუნველყოფს. ამ სტატიას იხილავთ “კომერსანტის” მთავარ სიახლეებში ზუსტად 18: 30 საათზე.