ინფორმაციის მიღების რომელ საშუალებებს აქვს მეტი ნდობა საქართველოში? – „კავკასიის ბარომეტრის“ კვლევა

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველო) „კავკასიის ბარომეტრის“ 2024 წლის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციის მიღების ძირითადი წყარო ტელევიზიაა. 49% სწორედ მას ანიჭებს უპირატესობას, 21% – სოციალური მედიას, 19% – ინტერნეტს (სოციალური მედიის გარდა), 4% – ოჯახის წევრებს, 3% – მეზობლებს და მეგობრებს.
საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციის მისაღებად მეორე ძირითადი წყარო სოციალური მედიაა.
ტელევიზიებიდან ყველაზე მეტი ნდობა ტელეკომპანია „იმედს“ აქვს (22%), მეორე ადგილეა – 8-8%-ით – ტელეკომპანია „მთავარი“ და „რუსთავი 2“, მესამეზე „ტვ პირველი“ 6%-ით, 2-2% – „ფორმულა“ და „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, 1-1% – „პოს ტვ“ და „კავკასია“.