ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ

საქართველოს საელჩო ლიეტუვაში საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს:
„მ/წლის 1 აგვისტოდან 5 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ,,ახალგაზრდობის სააგენტოს“ ორგანიზებით, „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, შაორის ტბის მიმდებარედ (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი), ხორციელდება ახალგაზრდული ბანაკის პროგრამა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, უცხოეთში მცხოვრებ 14-18 წლის მოზარდებს, შესაძლებლობა ექნებათ დაამყარონ ურთიერთობა თანატოლებთან, გაიუმჯობესონ ქართული ენის ცოდნა, მიიღონ მონაწილეობა ბანაკის მრავალფეროვან აქტივობებში, განავითარონ საკომუნიკაციო და სხვა სახის უნარ-ჩვევები, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები და სხვ.
პროექტში მონაწილეთა საქართველოში ჩამოსვლა და გამგზავრება არ ფინანსდება მომწვევი მხარის მიერ. საქართველოში მონაწილეთა ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ხოლო გადაადგილებისას უსაფრთხოებას – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.
დაინტერესებული პირები, დამატებითი ინფორმაციის, წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და შესავსები ფორმის მისაღებად, გთხოვთ, 2025 წლის 20 ივლისამდე, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ