ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის მე-9 ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე სამი მედალი მოიპოვა

ბულგარეთის ქალაქ შუმენში დასრულდა ევროპის მე-9 ახალგაზრდული ოლიმპიადა ინფორმატიკაში.
ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ოთხი შესაძლებლობიდან სამი მედალი აიღო. ერთი ვერცხლი (მათე რეხვიაშვილი) და ორი ბრინჯაო (საბა გოდუაძე და გიორგი მაისურაძე). კარგად იმუშავა გუნდის მეოთხე წევრმა ალექსანდრე ფეიქრიშვილმაც, მაგრამ სამწუხაროდ ნაჩვენები შედეგი მედლის მისაღებად არ ეყო (გუნდის ხელმძღვანელები გიორგი მანდარია და ბაქარ გამეზარდაშვილი). ოთხივე მოსწავლე კომაროველი და მზიურელია. ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი, საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელი ინფორმატიკაში გიორგი მანდარია ავრცელებს.
“ვულოცავ ბავშვებს, მშობლებს და ყველას, ვისაც რაიმე წვლილი აქვს შეტანილი ამ წარმატებაში. გუნდის შერჩევას, მომზადებას, დაფინანსების მოპოვებას და ოლიმპიადაზე გამგზავრებას ორგანიზაცია გაუკეთა საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერმა ასოციაციამ. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს სპონსორს, ინფორმაციული და საკომუნიკავიო ტექნოლოგიების ასოციაციას (ICTA – epam, Lineate, nexus, iCT), რომელმაც გუნდის მგზავრობა დააფინანსა, გამგზავრების წინ ბავშვებს ლამაზი შეხვედრა მოუწყო და სამახსოვრო საჩუქრებითაც დაასაჩუქრა. იმედს ვიტოვებ, სპონსორების ამ საქმით დაინტერესება და ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის თავიანთი ნიჭის, ცოდნისა და უნარების გამოვლენის მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება, რადგან, თუ გვინდა IT სფეროში მაღალი დონის სპეციალისტები გვყავდეს, ამ საქმეს ალტერნატივა არა აქვს“, – წერს გიორგი მანდარია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: დაველოდებით მედიის შემოთავაზებას, მზად ვართ, ჩავერთოთ დისკუსიებში ფორმატთან დაკავშირებით – ვისაც დავალება არ აქვს, ყველასთან მზად ვართ, დისკუსიისთვის – არაუგვიანეს ორი კვირისა, ფორმატები უნდა არსებობდეს და შედგეს პირველი დებატები

გია ჯაფარიძე: საქართველოს დავოსში არმიწვევა ნიშნავს, რომ ქვეყანა არის სხვა სახელმწიფოს სატელიტი და “რა საჭიროა?” – ნახეთ ზანგეზურის დერეფანი, ტრამპის მარშრუტი, ალიევის განცხადება, ამ ყველაფრიდან ამოვარდნილი ვართ, აღარ ვართ საინტერესო

ნუგზარ წიკლაური: იცნობთ ქვეყანას სამყაროში, სადაც ფასებს სუს-ი არეგულირებს? გვახსოვს ბრეჟნევის კარაქის, ყველის და პურის ტალონები, აქეთკენ მიდის „ოცნება“ – დებატებზე კი არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობა და „უქარქაშო ხმლები“ „ხალხის ძალის“ სახით დასხდნენ