ინფლაციის შემცირება განაპირობა საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებულმა მუშაობამ – ჩვენ სხვა ქვეყნებზე ადრე მოვახერხეთ გამოწვევის დაძლევა – ვახტანგ ცინცაძე

ნოემბერში, საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 0,1% შეადგინა. სტატისტიკის მონაცემებით, 2023 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში – 0,2 %, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0,1% შეადგინა.
მთავრობის ეკონომიკური გუნდში ამბობენ, რომ მონაცემები უკვე თითქმის ნულს უტოლდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, საქართველომ სხვა ქვეყნებზე ადრე მოახერხა გამოწვევის დაძლევა.
“აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანი ფასების შემცირება ფიქსირდება სურსათისა და მედიკამენტების ჯგუფებზე, რაც ყველაზე მოწყვლადი საზოგადოების ჯგუფებისთვის მნიშვნელოვან შეღავათს წარმოადგენ. აქვე, უნდა აღინიშნოს, ჩვენი მოლოდინია, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან ნიშნულს ქვევით შენარჩუნდება, ხოლო მომავალი წლიდან ეტაპობრივად დაუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს. ინფლაციის შემცირება განაპირობა საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებულმა მუშაობამ და ჩვენ სხვა ქვეყნებზე ადრე მოვახერხეთ ამ გამოწვევის დაძლევა”, – განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე ბაჩიაშვილის განცხადებაზე: ამ ვერსიის თანახმად, ანრი ოხანაშვილმა პირადად ჩაატარა სხვა ქვეყანაში სპეცოპერაცია და მსჯავრდებული წამოიყვანა, ეს სუს-ის პრესტიჟს ერთიორად ამაღლებს – მე წინააღმდეგობას ამ ვერსიის მიმართ არ დავაფიქსირებ, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან მომწონს

როგორც ჩანს, ოპოზიციის აზრით, საქართველოში ნაზი პიროტექნიკა იყიდება და ის არ ავნებს პოლიციელს და ამერიკაში წვავს – პიროტექნიკა ყველგან აზიანებს და ასე დააზიანა საქართველოში 170-მდე პოლიციელი, მაგრამ, ესენი ისეთი უსამშობლოები არიან, მათი აზრით, რაც საშინელება და დანაშაულია ამერიკაში, ის დასაშვებია საქართველოში

ეს უკვე კამპანიაა, მეტი რომ ვეღარაფერი მოიფიქრეს ამ ბოლო პერიოდში ახალი კამპანია დაიწყეს, რაღაც საზიზღრობას იტყვის ადამიანი ორ დღეში გამოვა ბოდიშს მოიხდის და მერე იტყვიან მაიძულეს, გამიტაცეს და რაღაცები მიქნესო