“ინფლაციის გრძელვადიანი მოლოდინები კარგად მოთოკილია” | თურნავა
„ინფლაციის გრძელვადიანი მოლოდინები კარგად მოთოკილია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საპროცენტო განაკვეთები საბოლოოდ დაუბრუნდება შედარებით დაბალ ნეიტრალურ დონეს, თუმცა რა თქმა უნდა, ეს გარანტირებული არაა, რადგან რისკები მაინც არსებობს“, – განაცხადა ნათია თურნავამ Euromoney Conferences-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 2024 წლის ფორუმზე გამართულ პანელზე.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ახლა გამოწვევა ისაა, რომ გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს ზრდის გაგრძელების საშუალება არ მივცეთ და ისინი მიზნობრივთან ახლოს დარჩეს.
„ზომიერად მკაცრი პოლიტიკის შენარჩუნება ცენტრალური ბანკის პოლიტიკის მიმართ მეტ ნდობას ემსახურება, განსაკუთრებით კი, ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან შეუსაბამობის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.