ინფლაცია დაუბრუნდა მიზნობრივ მაჩვენებელს – ფინანსთა მინისტრი

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, წლის მეორე ნახევრიდან ფიქსირდება ინფლაციის მკვეთრი დასტაბილურება, რასაც მისი თქმით, ხელი შეუწყო როგორც მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ და ფისკალურმა კონსოლიდაციამ, ასევე საერთაშორისო ფასების დასტაბილურებამ, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მექანიზმის შემოღებამ და თურქეთის ბაზარზე წვდომამ.
“პანდემიიდან მოყოლებული, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გამო, მნიშვნელოვნად დაირღვა მიწოდების ჯაჭვები, რამაც მსოფლიო ბაზრებზე სურსათის და ენერგომატარებლების მნიშვნელოვანი ზრდა განაპირობა, რაც პოსტპანდემიურ პერიოდში მთელ მსოფლიოში სამომხმარებლო ფასების მნიშვნელოვანი ზრდის მიზეზი გახდა. აქედან გამომდინარე, საქართველოში 2021-2022 წლებში არსებული ინფლაცია. ძირითადად. განპირობებული იყო სურსათის და უალკოჰოლო სასმელებისა და ტრანსპორტის კომპონენტებით, რომლებმაც მსოფლიო ბაზარზე ფასების კლების გამო, 2023 წელს ინფლაციის ტემპის შემცირებაში უკვე დადებითი გავლენა მოახდინეს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

დათა გვასალია ლევან სანიკიძეს: ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული

ანამარია ქუთათელაძე: საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია სულ უფრო მეტად ემთხვევა საერთაშორისო მიდგომებს, რომლებიც ახალგაზრდების კეთილდღეობას განიხილავენ, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს