ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 10 608 აივ ინფიცირებული პირი

2024 წლის 19 მაისის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 10 608 აივ ინფიცირებული პირი, მათგან 7945 – მამაკაცი და 2663 – ქალია. 2263 პაციენტი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი ავრცელებს.
ამავე ცნობით, მიმდინარე წელს აივ ინფექციის 217 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
„დღეისათვის, მსოფლიო სიტუაციის მიხედვით, საქართველო მიეკუთვნება აივ/შიდსის კონცენტრირებული გავრცელების ქვეყნებს სტაბილური ეპიდემიოლოგიური სურათით.
2024 წლის 19 მაისის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 10 608 აივ ინფიცირებული პირი, მათგან 7945 – მამაკაცი და 2663 – ქალია. 2263 პაციენტი გარდაიცვალა.
მიმდინარე წელს გამოვლინდა აივ ინფექციის 217 ახალი შემთხვევა.
არვ (ანტირეტროსულ) თერაპიას იტარებს 6000-ზე მეტი პაციენტი, მათ შორის 42 – ბავშვი.
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით შემდეგია:
32.0 %– ნარკოტიკების ინფექციური მოხმარება;
52.0 %– დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად;
14.0 %– მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან;
1.1 % – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით;
0.4 %– სისხლის გადასხმის შედეგად;
0.5 %– გადაცემის გზა დაუდგენელია.
რეგისტრირებულ შემთხვევათა გეოგრაფიული განაწილების მხრივ –აივ/შიდსის ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში, შემდეგ სამეგრელოში, იმერეთში, აჭარაში, აფხაზეთში, ქვემო ქართლში, კახეთში, შიდა ქართლში, გურიაში, სამცხე-ჯავახეთში და ა.შ.
ჩაიტარე აივ ტესტირება, რადგან დროული დიაგნოსტიკა
სრულფასოვანი სიცოცხლის საწინდარია!
აივ ტესტირება კონფიდენციალური და უფასოა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…