ინფექციური დაავადებების გადამტანი კოღოს სახეობა საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა

Radio France Internationale-ის ინფორმაციით, კოღოების ინვაზიური სახეობა „Tiger mosquitoes“, რომელიც საწყის ეტაპზე ნორმანდიაში გამოჩნდა, საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა.
აზიური წარმოშობის აღნიშნული სახეობის კოღოებს, შეუძლიათ ისეთი ინფექციური დაავადებები გადაიტანონ, როგორებიცაა: დენგე (ნფექციური გადამდები დაავადება, რომელიც ორი კლინიკური ფორმით მიმდინარეობს: დენგეს კლასიკური ცხელება და დენგეს ჰემორაგიული ცხელება.), ზიკა (ზიკა მიეკუთვნება ვირუსების ჯგუფს, რომელსაც ფლავივირუსები ეწოდება და რომელიც აგრეთვე მოიცავს ტროპიკულ ციებას, დასავლეთ ნილოსისა და ყვითელ ციებ-ცხელებას) და ჩიკუნგუნია (ვირუსი იწვევს დენგეს მაგვარ დაავადებას).
მიუხედავად იმისა, რომ ნორმანდიაში Tiger mosquitoes-ის ნაკბენისგან ვინმეს დაავადების შემთხვევები არ დაფიქსირებულა, ხელისუფლება მოუწოდებს ხალხს, მიმართონ ექიმს, თუ რეგიონში ვიზიტის შემდეგ მათ აქვთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა კუნთების ან სახსრების ტკივილი, თავის ტკივილი ან გამონაყარი .

ასევე დაგაინტერესებთ