ინფექციონისტი – სხვადასხვა ქვეყანა ავრცელებს ინფორმაციას ფრინველის გრიპის შემთხვევების შესახებ ცხოველებში, ასევე ფიქსირდება ადამიანების ინფიცირების შემთხვევებიც – აშშ-მა ფერმებში გაძლიერებული მონიტორინგი გამოაცხადა

ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ავრცელებს ინფორმაციას ფრინველებში და ძროხებში ფრინველის გრიპის შემთხვევების შესახებ, ფიქსირდება ადამიანების ინფიცირების შემთხვევებიც, – ამის შესახებ ინფექციონისტი, სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ინფექციონისტი აღნიშნავს, -ში ერთი ადამიანი გარდაიცვალა ფრინველის გრიპით ლუიზიანას შტატში, რამაც გარკვეული მღელვარება გამოიწვია. როგორც ბუწაშვილი განმარტავს, ახლახან ადამიანის ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა ნევადაშიც, ფერმის თანამშრომლებში. ამ თვეში ფრინველის გრიპის შემთხვევების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ავსტრალიამაც.
„კოვიდ-პანდემიის შემდეგ ადამიანები მეტად დაინტერესდნენ იმ ინფექციებით, რომლებსაც აქვთ პოტენციალი გამოიწვიონ ახალი პანდემია. ამის რისკი, ცხადია, მუდმივად არსებობს და შესაბამისად, მაღალი რისკის მქონე ინფექციური აგენტების მონიტორინგი ჯანმოს, აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) თუ სხვა უწყებების მიერ მუდმივად მიმდინარეობს.
ბოლო პერიოდში ბევრი კითხვაა ფრინველის გრიპზე (H5N1), რომლის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება და შფოთვა დაკავშირებულია ამ ვირუსით გამოწვეულ მაღალ ლეტალობასთან (შემთხვევების 50%-მდე). შეგახსენებთ, ეს ის ვირუსია, რომელმაც 2006 წელს მაშინდელი ჯანდაცვის მინისტრის განცხადების შემდეგ დიდი პანიკა გამოიწვია ჩვენს მოსახლეობაში და ქათმის და კვერცხის მოხმარება მინიმუმამდე შეამცირა.
მაშინ ამ ვირუსმა, საბედნიეროდ, პანდემია არ გამოიწვია, მაგრამ არ გამქრალა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში პერიოდულად ფიქსირდება ერთეული შემთხვევები ფრინველებში და ძალიან იშვიათად ადამიანებშიც.
ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ავრცელებს ინფორმაციას ფრინველებში და ძროხებში შემთხვევების შესახებ. ფიქსირდება ადამიანების ინფიცირების შემთხვევებიც. აშშ-ში ერთი ადამიანი გარდაიცვალა ფრინველის გრიპით ლუიზიანას შტატში, რამაც გარკვეული მღელვარება გამოიწვია. ახლახან ადამიანის ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა ნევადაშიც, ფერმის თანამშრომლებში. ამ თვეში ფრინველის გრიპის შემთხვევების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ავსტრალიაც.
ამ ეტაპზე ფრინველის გრიპი საზოგადოებრივი ჯანდაცვის საფრთხედ არ კვალიფიცირდება, თუმცა აშშ USDA-მ გამოაცხადა H5N1-ის გაძლიერებული მონიტორინგი ფერმებში და ველურ ფრინველებზე, შემთხვევების დროული აღმოჩენის და რეაგირების მიზნით“,- წერს მაია ბუწაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს სამხედრო დახმარების დაპაუზებაზე – თავდაცვის მინისტრს, სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელებს, დიპლომატებს დავავალე, დაუკავშირდნენ კოლეგებს შტატებში და ოფიციალური ინფორმაცია მიიღონ

გიგა ბოკერია – „ქართული ოცნების“ ინიციატივები არის დრაკონული და სამარცხვინო – რაც შეეხება მედიის შესახებ კანონს, შინაარსობრივ რეგულაციებზე გადასვლა, რომელიც აქამდე თვითრეგულირებაზე იყო, ნიშანია, რომ ჩაახშოს მედიის ხმა