ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა არის ყველაზე ამორალური დანაშაული, მაგრამ ამ დანაშაულზე მეტად ამორალურია ის კომენტარები, რასაც ნაცმოძრაობის წევრები აკეთებენ

ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა არის ყველაზე ამორალური დანაშაული, მაგრამ ამ დანაშაულზე მეტად ამორალურია ის კომენტარები, რასაც ნაცმოძრაობის წევრები აკეთებენ
„ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა არის ყველაზე ამორალური დანაშაული, რაც შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს. ამ დანაშაულზე კიდევ უფრო მეტად ამორალურია ის კომენტარები, რასაც ნაცმოძრაობის წევრები აკეთებენ ამ საქმეზე“-წერს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.
რატი იონათამიშვილი -ში გამართული ბრიფინგის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იმის ნაცვლად, რომ ეს უბინძურესი დანაშაული დაგმონ და გაემიჯნონ, გამოძიებას ესხმიან თავს და ბრალდებულებს ამართლებენ.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ “კასრის სინდრომით” რომ მოქმედებს, ეს ცხადია. განსხვავება ის არის, რომ თუ ადრე სხვის საძინებლებში და სახლებში ამონტაჟებდნენ ფარულ კამერებს, ახლა საკუთარ სახლებში აკეთებენ იგივეს. ეს არის მათი ზნეც და სახეც. „
ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა არის ყველაზე ამორალური დანაშაული, რაც შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს. ამ ბრალდებით არის დაკავებული უ.ა. მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ.ი.-სთან ერთად. მაგრამ ამ დანაშაულზე კიდევ უფრო მეტად ამორალურია ის კომენტარები, რასაც ნაცმოძრაობის წევრები აკეთებენ ამ საქმეზე. საქმის მიხედვით, ამოღებულია ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია (!), არსებობს უამრავი მასალა და მტკიცებულებები, საკონტაქტო მონაცემები ქონდათ განთავსებული სექსუალური მომსახურების ვებ-გვერდზე და ეს ამორალური ხალხი კიდე გამოდის და იმის ნაცვლად, რომ ეს უბინძურესი დანაშაული დაგმოს და გაემიჯნოს, მაინც გამოძიებას ესხმიან თავს და ბრალდებულებს ამართლებენ! ამ ხალხს, შესაძლებლობა რომ ქონდეს, იმ ასეულობით დაზარალებულ უარესს დამართებდნენ. ცხადია, ყველა დეტალს გამოძიება და სასამართლო დაადგენს და არაფერი დაიმალება, მაგრამ ნაცმოძრაობა ისევ “კასრის სინდრომით” რომ მოქმედებს, ეს ცხადია. განსხვავება ის არის, რომ თუ ადრე სხვის საძინებლებში და სახლებში ამონტაჟებდნენ ფარულ კამერებს, ახლა საკუთარ სახლებში აკეთებენ იგივეს. ეს არის მათი ზნეც და სახეც და საერთოდ, რომელ ევროპაზე და ევროპულობაზე გველაპარაკებიან ეს ფსიქოლოგიური ტერორისტები?“-წერს რატი იონათამიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გვარამიას უსაყვარლესი თემა იყო პატრიარქის დაკნინება- ახლა გამოდგა და კაკანებს, ვერ გამოვემშვიდობეო! შენ ვერც სამძიმარზე გაბედე მისვლა, არ იყო გულსევდიან მორწმუნეებში შენი ადგილი! ბიძინა ივანიშვილი იქ უნდა ყოფილიყო და იყო კიდეც, ამას დამსახურება სჭირდება, შენ ვერ დაიმსახურე

დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ისჯება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა შენი უშუალო ქმედებების კონკრეტული მტკიცებულება – ასეთი ორგანოს წევრობა საბავშვო გართობა არ არის, იგი სრულწლოვანია და ამას უნდა აცნობიერებდეს