“ინტერს” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ორი შემტევი დატოვებს

“ინტერს” ზაფხულში ორი შემტევი, ხოაკინ კორეა და მარკო არნაუტოვიჩი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებენ, ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მილანურმა კლუბმა არცერთ მათგანთან ხელშეკრულების გახანგრძლივება არ მოინდომა.
კორეა “ინტერმა” 2022 წელს, “ლაციოდან” დაიმატა და ამჟამად იჯარის წესით “მარსელში” თამაშობს, სადაც თავი საგოლე მოქმედებით ჯერჯერობით არ გამოუჩენია.
რაც შეეხება არნაუტოვიჩს, ავსტრიელი “ნერაძურის” გასულ წელს, “ბოლონიადან” შეუერთდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში