ინტერსტელარი საქართველოს კინოთეატრებში ბრუნდება

საქართველოს კინოგაქირავებაში ბრუნდება კრისტოფერ ნოლანის სამეცნიერო ფანტასტიკური ბლოკბასტერი ინტერსტელარი.
18 იანვრიდან, ინტერსტელარის ნახვა 2 კვირის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. მაყურებელი ფილმის IMAX ვერსიასაც იხილავს. ამის შესახებ წერს Kinoafisha-ს ფეისბუქ გვერდი.
2014 წლის ფილმში მთავარ როლებს მეთიუ მაკკონეჰი, ენ ჰეთეუეი, მეთ დეიმონი და ჯესიკა ჩესტეინი ასრულებენ.
დეკემბრის მთავარ კინოპრემიერებს გაეცანით ამ ბმულზე.