აგვისტოში ინტერნეტით 23 561 813 ოპერაცია განხორციელდა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული სტატისტიკიდან ირკვევა.
სებ-ის სტატისტიკით, წელს 8 თვეში ინტერნეტის მეშვეობით უცხოეთში 4.5 მილიარდი ლარის ოპერაციები შესრულდა. 2024 წელს ეს მაჩვენებელი 3.9 მილიარდი იყო.
სებ-ის მიხედვით, ტრანზაქციები წლიურად 4.6 მილიონით, ანუ 24%-ით არის გაზრდილი, თუმცა თვის ჭრილში მცირედით კლებაა. ივლისში სებ-მა ინტერნეტით განხორციელებული 23.76 მლნ ოპერაცია აღრიცხა.
ინტერნეტით აგვისტოში 2.2 მლნ ლარის ოპერაციები შესრულდა, რაც 550 მლნ ლარით ანუ 32%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
2025 წლის აგვისტოში საზღვარგარეთ 4.49 მილიონზე მეტი ოპერაცია შესრულდა, მათი ღირებულება 616.9 მლნ ლარი იყო, 87.4 მილიონი ლარით მეტი ვიდრე შარშან.
