“ინტერმა” სალაჰთან მოლაპარაკება დაიწყო

32 წლის შემტევს მოჰამედ სალაჰს “ლივერპულთან” კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება და მისი სამსახურით ევროპის რამდენიმე კლუბია დაინტერესებული.
El Nacional-ის ცნობით, ინტერი” თვლის, რომ სალაჰს მათი გუნდის გაძლიერება შეუძლია და მოლაპარაკება დაიწყო.
ეგვიპტელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 39 მატჩში 30 გოლი გაიტანა და 22 საგოლე გადაცემა გააკეთა, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ღირებულება 55 მილიონი ევროა.