“ინტერი” ზურიკო დავითაშვილით დაინტერესდა” – რას წერს იტალიური გამოცემა?

“ინტერი” “სენტ ეტიენის” შემტევის ზურიკო დავითაშვილის დამატებით ინტერესდება, ამის შესახებ ინფორმაციას interlive.it ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “ნერაძური” ქართველი ფეხბურთელის შესაძლებლობებით მოხიბლულია, თავის მხრივ კი “სენტ ეტიენი” ზურიკოს 10 მილიონ ევროზე ნაკლებად არ დათმობს.
“ზურიკოს შეტევაში თამაში რამდენიმე პოზიციაზე თანაბრად კარგად შეუძლია. ძირითადად მარჯვენა ფლანგიდან მოქმედებს, თუმცა ნახევარდაცვაში და მეორე ფორვარდის პოზიციაზეც გვინახავს.
ზოგიერთ მატჩში სათადარიგოთა სკამზეა, თუმცა როდესაც თამი ერთვება, შეუძლია გარდატეხა მოახდინოს. ორივე ფეხს თანაბრად კარგად იყენებს, ზურიკო “ინტერს” ნამდვილად გამოადგებოდა.
რამდენიმე წლის წინ, “ნაპოლის” გულშემატკივრებისთვის სრულიად უცნობი
შეძენის გამოც აკრიტიკებდნენ, თუმცა ქართველმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა და პირველივე წელს სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ზურიკო ხვიჩას მეგობარია და შესაძლოა, “ნერაძურიმ” მისი სახით ახალი კვარაცხელია დაიმატოს”, -წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, “სენტ ეტიენმა” დავითაშვილი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 6 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა. ქართველს მწვანეებთან 4-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს.