სწრაფი კვების რესტორნების ამერიკული ბრენდი Wendy’s-ი საქართველოში ქსელის განვითარებას განაგრძობს. დედაქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე, რესტორნის მორიგი ფლაგმანური ობიექტი გაიხსნა, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის თბილისის არქიტექტურულ მემკვიდრეობას და დიზაინში ქართულ მოტივებს აერთიანებს – ამის შესახებ BMG-სთან Wendy’s Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, გივი გვეტაძემ ისაუბრა.
“ეს არის უნიკალური ადგილი, სადაც ვეცადეთ, გაგვეკეთებინა უნიკალური დიზაინის და უნიკალური გარემოს მქონე რესტორანი. და მართლაც, ეს გავაკეთეთ: ვერსად მსოფლიოში თუ საქართველოში, ვერ ვნახავთ ანალოგიური დიზაინის მქონე რესტორანს. აქ გამოყენებულია ის უნიკალური დიზაინი, რომელიც ახასიათებს ძველ თბილისს, რადგან ჩვენ ვართ ისტორიულ ცენტრში, მთლიანად, მთელი რესტორნის ინტერიერში, ძველი თბილისის მოტივები გამოვიყენეთ. აქ არის, უნიკალური სარკეები, უნიკალური იატაკი, უნიკალური მაგიდები, ყველგან იგრძნობა ძველი თბილისის მოტივები. ეს იყო ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომ ასეთი ლამაზი რესტორანი გაგვეკეთებინა ასეთ ულამაზეს ადგილას”, – განაცხადა გივი გვეტაძემ.
Wendy’s Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა BMG-სთან ბრენდის განვითარების ისტორიაზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, კომპანია უკვე 10 წელზე მეტია ამტკიცებს, რომ სარესტორნო ინდუსტრიას გამორჩეული ხარისხის მომსახურებას და პროდუქციას სთავაზობს.
“ამ ინდუსტრიას ინგლისურად ეწოდება Quick Service Restaurant (QSR), სწრაფი მომსახურების რესტორანი; მე ვიტყოდი, რომ ეს ობიექტი არის არა QSR, არამედ არის Quality Service Restaurant – ხარისხიანი სერვისის რესტორანი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან მაღალი ხარისხის სტანდარტები გვაქვს, თვითონ ინტერიერი, დიზაინი და მიდგომები არის მნიშვნელოვნად განსხვავებული.
