ინტერვიუს დროს სალომე ზურაბიშვილს ბუტა რობაქიძის დედა გამოეხმაურა – ინციდენტი თავისუფლების მოედანზე

თავისუფლების მოედანზე, სადაც საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭება აღინიშნება, საქართველოს პრეზიდენტის მისვლის დროს, ინციდენტი მოხდა.
ჟურნალისტებსა საუბრისას სალომე ზურაბიშვილს ბუტა რობაქიძის დედა გამოეხმაურა, რომელიც პრეზიდენტს პირობის დადებას სთხოვდა, რათა არ შეეწყალებინა საქართველოს მესამე პრეზიდენტი .
“პირობა მომეცით, რომ არ შეიწყალებთ. არ უნდა შეიწყალოთ, იმედი მაქვს, რომ ასე გაგრძელდება და არ შეიწყალებთ”, – განაცხადა ია მეტრეველმა.
“თქვენ გაქვს იმედი და საკმარისია”,- უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა, ბუტა რობაქიძის დედას.

ასევე დაგაინტერესებთ

კათოლიკოს პატრიარქის სიტყვა იქცა ნუგეშად – მძიმე ჟამს, ხოლო მისი ლოცვა ჩვენი ერის, ამ ქვეყნის თითოეული შვილის უხილავ საყრდენად და იმედად, რომ არა მხოლოდ გადავრჩებით, არამედ გავიმარჯვებთ!

ბიძინა ივანიშვილი: დიდი ტკივილის მიუხედავად, ბედნიერი ხალხი ვართ, რადგან წილად გვხვდა პატივი ვიწოდებოდეთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის – ილია II-ის სულიერ შვილებად