“…ინტერესები საქართველოში მოქმედ მაღალჩინოსნებს გააჩნიათ. რამდენჯერმე მე მოქმედმა პარლამენტარმა დამიბარა და მისმა გარემოცვამ, იყო შანტაჟიც, იყო მუქარაც… “

დიდი მადლობა, ვინც ჩვენთან ერთად უძლებდით და უძლებთ იმ დიდ წნეხს, რომელი წნეხიც ჩვენზე, უკვე ვეღარ ვითვლი, რამდენი ხანია უმოწყალოდ, უაპელაციოდ და უმიზეზოდ ხორციელდება, სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან, რომელ ჯგუფებსაც მე დღეს დავასახელებ და დღეს იქნება დღე, როცა ყველაფერს თქვენი თვალით ნახავთ. მოგესალმებით, ჩემებს, იმ ადამიანებს, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეთ და შემაძლებინეთ ის, რაც ჩვენი მთელი ცხოვრების მიზანი იყო. მე ვარ ბადრი აბაშიძე, ადამიანი, რომელმაც 13 500 საქართველოს მოქალაქეზე მეტ ადამიანთან ერთად შეძლო და ამ ქვეყანაში ჩამოაყალიბა სასაჩუქრე საჩუქრების კულტურა, სადაც ადამიანები ერთმანეთს საჩუქრებით ანებივრებდნენ და დამერწმუნებით ალბათ იმაში, რომ ადამიანები ვართ, ყველა გრძნობებით, რაც არ უნდა ასაკში იყო და რაც არ უნდა საჩუქარი იყოს ყველა ჩვენგანისთვის, სასიამოვნოა. იმ 13 500-ზე მეტმა საქართველოს გულანთებულმა მოქალაქეებმა ეს სიხარული იგრძნეს და მე მიხარია, რომ ეს ყველაფერი შევძელი.
ამ ყველაფერს ჰქონდა მიზანი, ჩვენ ამ საჩუქრებმა გაგვაერთიანა, რომ რიგით მოქალაქეებს ჰქონოდათ საშუალება და გვეკეთებინა ჩვენი ქვეყნისთვის და რიგითი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი საქმე და ერთხელ და სამუდამოდ საქართველო უარს იტყოდა ემიგრაციაზე. დღეს ჩვენ ამ საზოგადოებასთან ჩვენ ერთად ვფლობთ უკვე კერძო საკუთრებას 100 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთს, სახნავ სათესს, რომელ მიწაზეც ჩვენ უნდა გვეწარმოებინა ქართული ბიო ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია, სადაც ჩვენ უნდა დაგვესახლებინა იმ საქართველოს მოქალაქეები და შეგვევსო სამუშაო ადგილები, რომლებიც საკუთარ სამშობლოში ადგილს ვერ პოულობენ. […] სამსახურს ვერ პოულობენ, საკუთარ ცხოვრებისეულ პირობებს ვერ აკმაყოფილებენ სამშობლოს ემშვიდობებიან და ემიგრაციის გზას ადგანან იმიტომ, რომ მათ უკან ოჯახებია. ჩვენ შევქმენით ეს პრეცედენტი და ეს უკვე არსებობს.
…ინტერესები საქართველოში მოქმედ მაღალჩინოსნებს გააჩნიათ. რამდენჯერმე მე მოქმედმა პარლამენტარმა დამიბარა და მისმა გარემოცვამ, იყო შანტაჟიც, იყო მუქარაც… სინამდვილეში, რაც ახლა გვჭირს იმ მუქარის ნაწილია. თუ მე იმ მიწის ნაკვეთებს არ დავუთმობდი და არ მოხდებოდა მათთვის საინტერესო ან ნდობით აღჭურვილ ადამიანზე ამ მიწის ნაკვეთის გადაფორმება და იმ დოვლათის, რაც ჩვენ უფალმა გვაჩუქა და ჩვენია, მექმნებოდა ეს პრობლემები. რა თქმა უნდა, მე ამ ყველაფერს ვერ დავთანხმდებოდი და არ დავთანხმდებოდი იმიტომ, რომ მე ეს ყველაფერი თქვენთან ერთად მაქვს შექმნილი… მე თქვენთვის პირობა მქონდა მოცემული, რომ ჩემი სიცოცხლით ვაგებდი პასუხს იმ ყველაფრისთვის, რასაც ჩვენ ერთად ჩავუდგებოდით სათავეში და მე პირადად ავიღებდი პასუხისმგებლობას. […] დღესაც, დღეს კიდევ, რამდენიმე დღის წინ, შემოთავაზება იყო, დაიწყეს რომ მილიონს მოგცემთო, დოლარზე იყო საუბარი, შემდეგ ავიდნენ სამ მილიონ დოლარზე და, რა თქმა უნდა, ამაზეც არ დავთანხმდი, შემდეგ ხუთ მილიონზეც ავიდნენ, მეგობრებო… და ამასაც რომ არ დავთანხმდით, დღეს უკვე სხვა ბრძოლა წავიდა და გამომძიებელი, რომელსაც აქვს ყველა დამამტკიცებელი დოკუმენტი, რომ იმ ადამიანებზე, ვინც ორგანიზაცია დააზიანა, იმ ადამიანებზე დაიწყოს და აღძრას სისხლის სამართლის საქმე, გამომძიებელი ურეკავს ჩვენი ორგანიზაციის წევრებს და ემუქრება და აშანტაჟებს, როგორი შანტაჟიც მიდიოდა ჩვენ მიმართ… პირადად ჩემ მიმართ, რომ თუ მე მათ სურვილებს არ დავაკმაყოფილებდი, მეც დამიჭერდნენ, იმასაც დაიჭერდნენ. მაგრამ დაჭერის გარეწრებს ეშინიათ, მე დაჭერის კი არ მეშინია, მზად ვარ, პასუხი ჩემი სიცოცხლით ვაგო…
მუშაობენ ძალები, ამაში არის ჩართული, უკვე ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, საპატრიარქოც. ასევე არის მოქმედი გადმოპორტირებული ჩინოვნიკები, რომ ეს მიწის ნაკვეთები და ეს საბადოები წაგვართვან და დაგვტოვონ ამ ყველაფრის მიღმა. […] რატომ არიან დაინტერესებული ჩინოვნიკები და რატომ გვიქმნიან ისეთ პირობებს, რომ ჩვენ იძულებული გავხდეთ და დავთმოთ ეს ტერიტორიები, რატომ არიან დაინტერესებული პარლამენტის მოქმედი წევრები ამ ყველაფრით? მაშინ, როდესაც მათ საზოგადოების ინტერესები უნდა დაიცვან. მე ეკლესიაში მინდა სანთლის დასანთებად მივიდე, იქ ვინმეს დასაპირისპირებლად მისვლა არ მინდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ინტერესები იქიდანაც არის. […] მემუქრებიან, რომ შენ თუ ამას არ გააკეთებ, ჩვენ გადავდივართ უკვე სხვა საგამოძიებო მოქმედებებზე, რაც რა თქმა უნდა დაპატიმრებას გულისხმობს, ასევე ჩემს ორგანიზაციის წევრებს, მართალ ადამიანებს. […] სიცოცხლეს ვუთმობ მე იმას მარტო, რომ საქართველოში ვესწრაფი ქართულს” | თქვა ბადრი აბაშიძემ მიმართვაში, რომლის შემდეგაც თავის დაწვა სცადა
🔻 გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბადრი აბაშიძე ქართული ოცნების ერთ-ერთი მაღალჩინოსნის შვილია. ამ დროისთვის უცნობია, მოხერხდა თუ არა მისი გადარჩენა. მთავარი დეტალების გარკვევას ცდილობს