ინტელექტუალური თამაში “რა? სად? როდის?” ევროპის შესახებ რეგიონებში გრძელდება – ამჯერად თამაშებმა მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში გადაინაცვლა

საქართველოში, ევროპის შესახებ ინტელექტუალური თამაში – “რა? სად? როდის?” გრძელდება. ამჯერად თამაშებმა მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის რეგიონის შვიდ მუნიციპალიტეტში გადაინაცვლა.
ტურნირი ქართველ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს მეტი გაიგონ ევროკავშირის შესახებ. ღონისძიებაში 100-ზე მეტი გუნდის 600-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ტურნირი დეკემბრის დასაწყისში, იმერეთისა და გურიის რეგიონებით დასრულდება.

ასევე დაგაინტერესებთ

“ქართული ოცნების” ხელისუფლება ტრამპის პოლიტიკას დიდი ხანია ესატყვისება და აცხადებს, რომ USAID-დან თანხები რევოლუციების, ქაოსის მოსაწყობად გამოიყენებოდა. დუმილი აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან ბევრ კითხვას ბადებს