ინსტალაცია ბანანთან ერთად Sotheby’s-ზე 6,2 მილიონ დოლარად გაიყიდა

იტალიელი კონცეპტუალური მხატვრის მაურიციო კატელანის ნამუშევარი – კედელზე მიმაგრებული ბანანი ლენტით – 6,2 მილიონ დოლარად გაიყიდა, იუწყება EastFruit.
როგორც X-ზე, Sotheby’s აუქციონის სახლის გვერდზეა ნათქვამი, ინსტალაციის “Comedian” სავარაუდო ღირებულება განისაზღვრა $1-1.5 მილიონად. შედეგად, ლოტი 6.2 მილიონ დოლარად შეიძინა კოლექციონერმა ჩინეთიდან, ბლოკჩეინ–პლატფორმა TRON-ის დამფუძნებელმა ჯასტინ სანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა