ინოვაციური პროექტის უპრეცედენტო შეთავაზება – “ტრიო ჯგუფი” აქციას აანონსებს

ქართულ სამშენებლო სექტორში გამორჩეულ დეველოპერულ კომპანია “ტრიო ჯგუფს” მომავალი მობინადრეებისთვის უპრეცედენტო შეთავაზება აქვს – კომპანია მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ბინის ღირებულების მხოლოდ 30% პროექტის მშენებლობის დასრულებამდე დაფარონ.
ექსკლუზიური შეთავაზება ლიმიტირებული დროით იმოქმედებს.
უნიკალური შეთავაზება კომპანიის ინოვაციური, მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის – “ლისი ტრიოს” – მომავალ მობინადრეებზე გავრცელდება, რომლებიც, გადახდის მოქნილ პირობებთან ერთად, მაქსიმალურად კომფორტულ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში აშენებულ, აბსოლუტურად უსაფრთხო საცხოვრებელ ბინას მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ “ტრიო ჯგუფი” ქართულ დეველოპერულ სივრცეში სულ რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა და საკუთარი პორტფოლიო უკვე გაამდიდრა დედაქალაქში, რეკრეაციულ ზონასთან მაქსიმალურად მიახლოებულ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, განხორციელებული პროექტით.
კომპანიის მიმდინარე პროექტებისა და შეთავაზებების შესახებ “ტრიო ჯგუფის” მარკეტინგისა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მარიამ ხუციშვილს ვესაუბრეთ.