ინიციატივა, რომლის მიხედვით, ახალგაზრდობის მიმართულება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ბრუნდება, პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება

პარლამენტის ბიუროს, 20 ნოემბრის სხდომაზე, მთავრობის ინიციატივა წარედგინება, რომლის მიხედვით, ახალგაზრდობის მიმართულება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ბრუნდება.
“მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, 2024 წლიდან იქნება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
პროექტის თანახმად, ახალგაზრდობის მიმართულებით კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები განათლების და მეცნიერებისა სამინისტროს გადაეცემა და აღნიშნული უწყება ჩაითვლება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ახალგაზრდობის მიმართულებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გამოვიდნენ ბედნიერი, გახარებული სახეებით. რაში მაინტერესებს რა ეჭირათ ხელში, ისე უხაროთ ჩვენი, ხალხის დანახვა. არ დამსხდარან და არ მოუყოლიათ, როგორ სიმწრით დაზარდათ ოჯახებმა…