ინიციატივა, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეორგანიზაციას და ორ უწყებად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, პარლამენტში ინიცირებულია
მთავრობის ინიციატივა, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეორგანიზაციას და მის ორ უწყებად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, პარლამენტში ინიცირებულია.
აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების თანახმად, რეგიონული განვითარების სამინისტრო და ინფრასტრუქტურის სამინისტრო შეიქმნება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები რეგიონული განვითარების მიმართულებით რეგიონული განვითარების სამინისტროს გადაეცემა, ხოლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით – ინფრასტრუქტურის სამინისტროს.
როგორც ცნობილია, ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე უხელმძღვანელებს. რაც შეეხება რეგიონული განვითარების სამინისტროს, აღნიშნული უწყების ხელმძღვანელად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თავდაპირველად სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი წარადგინა, თუმცა მიღებული გადაწყვეტილება ორი დღეში შეცვალა და მინისტრის პოსტზე თბილისის მერის მოადგილე კახაბერ გულედანი დაასახელა.
ipn.ge
