ინვესტორმა მისაქციელში წყლის ჩამოსასხმელი ქარხანა უნდა ააშენოს – რა პირობებით გაიცემა ლიცენზია?

საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მისაქციელის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვების 25-წლიანი ლიცენზია აუქციონზე 1 043 960 ლარად გავა.