“ინვესტორები პირდაპირ რეაგირებენ რუსულ კანონზე, ევროპელები ფხიზლად არიან საკუთარი ფულის მიმართ” – “არსის” დამფუძნებელი

“რუსული კანონის მეორედ მიღებიდან ნახევარ საათში, ჩვენი ევროპელი ინვესტორი გვირეკავს და გვეკითხება – აბა რა ხდება? ევროპელები ფხიზლად არიან საკუთარი ფულის მიმართ” – ასე გამოეხმაურა, დეველოპერული კომპანია “არსის” დამფუძნებელი, ირაკლი როსტომაშვილი, “რუსულ კანონს”, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” ერთი წლის წინ, კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ, პარლამენტში დააბრუნა.