ინვესტორები აშშ-დან ევროპულ ბაზრებზე გადადიან, რადგან „ტრამპი ყოველთვის უკან იხევს“ – Spiegel

გერმანული ყოველკვირეული ჟურნალი Spiegel-ის ცნობით, ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, 2025 წლის პირველ ნახევარში ევროპულმა საფონდო ბირჟებმა ამერიკულ ბაზრებს გადააჭარბეს, რაც მრავალი წლის შემდეგ პირველად მოხდა.
ბოლო წლებში ძირითადი საინვესტიციო ნაკადები კონცენტრირებული იყო -ის ბაზრებზე.
DWS-ის საინვესტიციო დირექტორმა ვინჩენცო ვედამ განაცხადა, რომ „სიტუაცია ახლა შეიცვალა“.
საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიების მონაცემებით, 2025 წლის დასაწყისიდან ინვესტორები მასიურად ახორციელებენ ფულის გატანას ამერიკული ბაზრებიდან და კაპიტალის ევროპაში გადამისამართებას.
როგორც გამოცემა წერს, ამის მთავარ მიზეზად აშშ-ის პრეზიდენტ ს არაპროგნოზირებადი პოლიტიკა სახელდება – პირველ რიგში, მისი განცხადებები ტარიფებსა და სავაჭრო კონფლიქტებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ტრამპის მიდრეკილია მნიშვნელოვანი განცხადებების გაკეთებისა და შემდეგ უკან დახევისკენ.