„ინვესტორებისთვის საქართველო აღიქმება იმ რეგიონის ნაწილად, სადაც წელიწადის ყველა დროს საომარი ვითარებაა“ – „ამერიკის სავაჭრო პალატის“ პრეზიდენტი

დღეისათვის რეგიონსა და საქართველოში ძალიან რთული საინვესტიციო გარემოა – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ „ამერიკის სავაჭრო პალატის“ პრეზიდენტი ირაკლი ბაიდაშვილი საუბრობს.
მისივე თქმით, საქართველო საერთაშორისო ინვესტორების თვალში იმ ტერიტორიის ნაწილად აღიქმება, სადაც კონფლიქტები მიმდინარეობს.
„ჩვენ, როგორც ქვეყანა, აღვიქმებით არა როგორც ცალკე მდგომი, არამედ როგორც რეგიონის ნაწილი. შესაბამისად, ძალიან ბევრი ინვესტორისთვის, მათ შორის დასავლეთ ევროპელი და ამერიკელი ინვესტორებისთვის საქართველო აღიქმება იმ ტერიტორიის ნაწილად, სადაც, საკმაოდ „ცხელა“ წელიწადის ნებისმიერ დროს – ეს გახლავთ რა თქმა უნდა, ს მიერ წარმოებული ომი ში, ომი ს წინააღმდეგ და ა.შ“ – აცხადებს ირაკლი ბაიდაშვილი.
შესაბამისად, მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ორგანიზაციებმა, მათ შორის „ამერიკის სავაჭრო პალატამ“ და სხვა ბიზნეს ინტერესების დამცველმა ორგანიზაციებმა გააძლიერონ მუშაობა ინვესტიციების მოსაზიდად.
„ორგანიზაციებმა უნდა გააათმაგონ თავისი ძალისხმევა იმისთვის, რომ მოვიზიდოთ ახალი ინვესტიციები, ახალი ექსპერტიზა მსოფლიოდან. დღეს ძალიან გაადვილდა საქართველოს კავშირი მსოფლიოსთან ისევ და ისევ, ამერიკული თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, შესაბამისად, ჩემი აზრით, ჩვენ ცოტა მეტი გვმართებს გავაკეთოთ“ – განმარტავს ირაკლი ბაიდაშვილი.
bp.ge