“ინვესტორებისგან ძალიან ბევრი კითხვას ვიღებთ, ზოგიერთი პროექტი დაპაუზდა” – BLB

ბიზნესის ნაწილი უკვე საუბრობს საინვესტიციო გარემოს გაუარესებაზე. მათი თქმით, ინვესტორებმა არა მარტო ახალი პროექტების გააჩერეს არამედ მიმდინარე პროექტებიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
BLB-ის მმართველი პარტნიორი კახა შარაბიძე ამბობს, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები საერთაშორისო მედიის მხრიდან აქტიურად შუქდება, შესაბამისად მდგომარეობის სიმწვავის საქმის კურსშია ყველა უცხოელი ინვესტორი, რომელიც საქართველოში აპირებს საქმიანობის განხორციელებას. კახა შარაბიძის ქვეყნის საინვესტიციო იმიჯის გაფუჭებას ცოტა დრო სჭირდება, თუმცა მის აღდგენას ქვეყანა მარტივად ვერ შეძლებს.
“ჩვენ უკვე ვიღებთ ძალიან ბევრ კითხვას. პირდაპირ გეტყვით, რომ ზოგიერთი პროექტი დაპაუზდა ამ გარემოებების გამო. ჩვენი კლიენტები გვიგზავნიან საერთაშორისო პრესას, სადაც საქართველო ნამდვილად არ არის წარმოჩენილი ლამაზი კუთხით. ძალიან ცუდი აღქმა ხდება საერთაშორისო პრესაში იმის, რაც საქართველოში ხდება.
ეს აბრკოლებს პროექტების მიმდინარეობას. ზოგიერთ შემთხვევაში დაპაუზდა პროექტი. გვეკითხებიან ჩვენი კლიენტები რამდენად ექნება გავლენა მათ ბიზნესებზე ამ მოვლენებს. თუნდაც იმ კანონს, რომლის მიღებაც ასე ფორსირებულად მოხდა. ჩვენ გვიწევს უკვე აქტიურად, კომუნიკაცია ამ მიმართულებით. პირდაპირი გავლენა აქვს ამ ყველაფერს, როგორც მიმდინარე და პოტენციურ პროექტებზე, ასევე არსებულ ბიზნეს გარემოზე” – ამბობს BLB-ის პარტნიორი კახა შარაბიძე.