2024 წლის მეორე კვარტალში საქართველომ ყველაზე მეტი, 266.7 მლნ. აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია გაერთიანებული სამეფოდან მიიღო. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოზე FDI-ის 46.4% მოდის.
უმსხვილესი ინვესტორების ჩამონათვალში მეორე ადგილზეა იაპონია – 59.2 მლნ. აშშ დოლარით (10.3%), ხოლო მესამეზე მალტა – 37.9 მლნ. აშშ დოლარით (6.6%).
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 574.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 10.3%-ით მეტია. წლის პირველ ნახევარში კი საქართველომ 768.6 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მიიღო, რაც წლიურად 34%-ით შემცირებული მაჩვენებელია.