ინერტული ნარჩენების კანონიერად განთავსება სპეციალურ პუნქტშია შესაძლებელი – ტარიფი 9 ლარიდან 31 ლარამდე მერყეობს

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. კონკრეტული მონაკვეთი საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან გაიწმინდა.
„გვინდა, მოვუწოდოთ მოსახლეობას, კერძო კომპანიებს, ნუ დავარღვევთ კანონს, ნუ დავაბინძურებთ ქალაქის ქუჩებსა და შემოგარენს. ძალიან დასანანია, რაც აქ ხდება. მსგავს პრობლემებს თბილისის მასშტაბით მხოლოდ მუნიციპალიტეტი საკუთარი რესურსით ვერ მოაგვარებს, თუ მოქალაქეების მხრიდანაც არ იქნება მხარდაჭერა. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ერთად გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს, თავისი გამწვანებული და რეკრეაციული სივრცეებით“, – აღნიშნა გიორგი პაპავამ, „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, რომელმაც დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა.
რაც შეეხება სამშენებლო ნარჩენს, გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ ინერტული ნარჩენების განთავსების ობიექტი ფუნქციონირებს, სადაც ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეღავათიან ფასად შეუძლია ასეთი სახის ნარჩენის კანონიერად განთავსება. ამ ობიექტზე ნარჩენების განთავსების ტარიფები დადგენილია ავტომანქანის ტვირთამწეობის შესაბამისად:
1-დან 5 ტონამდე – 9 ლარი;
5-დან 10 ტონამდე – 18 ლარი;
10-ის ზემოთ – 30,6 ლარი.
დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 და ვებგვერდზე – https://www.tbsg.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…